რუსთავში „თავისუფლების რაშების“ მონუმენტის მონტაჟი მიმდინარეობს

რუსთავში, ქალაქის შესასვლელში „თავისუფლების რაშების“ მონუმენტის მონტაჟი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპოზიციის ავტორი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიაა.

ინფორმაციის თანახმად, მონუმენტი ქალაქის შესასვლელში, მოედანზე 2003 წელს დაიდგა, რამდენიმე წელში კი მისი დემონტაჟი განხორციელდა. რუსთავის მერიამ, მოსახლეობის თხოვნით, ქალაქის შესასვლელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, „თავისუფლების რაშების“ დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

„რუსთავის შემოსასვლელში მიმდინარეობს „თავისუფლების რაშების“ მონუმენტის აღმართვა. წლების განმავლობაში ეს მონუმენტი ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა. რუსთაველების თხოვნით, რომელთაც ძალიან დიდი ნოსტალგია ჰქონდათ ამ მონუმენტის მიმართ, ჩვენ „თავისუფლების რაშების“ დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღეთ. დღეს მისი მონტაჟი მიმდინარეობს ქალაქის შესასვლელში, იმ ტერიტორიაზე სადაც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, სკულპტურული კომპოზიციის მონტაჟის პროცესს, დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ჯუმბერ ჯიქია დაესწრნენ.

„ამ მონუმენტს ჰქვია „თავისუფლების რაშები“, 7 წელი ვაკეთებდი აი ამ ცხენებს, ეს წლები ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მისი დემონტაჟი 2009 წელს განხორციელდა, მაგრამ დღეს ქალაქს ისევ დაუბრუნდა, რაც ძალიან მახარებს“, - განაცხადა ჯუმბერ ჯიქიამ.

„თავისუფლების რაშების“ მონუმენტის ტერიტორიაზე დამონტაჟდება განათების სისტემა, მოეწყობა მწვანე კუნძულები. უკვე დასრულდა ტექნიკური წყლის რეზერვუარების მოწყობა, რომელიც მდინარე მტკვრიდან მომარაგდება, აღნიშნული რეზერვუარებიდან სარწყავი სისტემის საშუალებით მოირწყვება მწვანე სივრცეები. 13 735 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. დღეისთვის მიმდინარეობს მიწის მოსწორებისა და სარწყავი სისტემების მოწყობის სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყება გაზონების მოწყობა და ხე-მცენარეების დარგვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება