ნიკოლ ფაშინიანი - მშვიდობა არის ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხოებას, ასევე დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს

ბევრს მიაჩნია, რომ რეგიონში არსებულ ამ დაძაბულ გარემოში, დროდადრო სამხედრო კონფლიქტების ფონზე, მშვიდობაზე საუბარი ადეკვატური არ არის, მაგრამ განსაკუთრებით ამ პირობებში მშვიდობა უნდა დაფასდეს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში, განვიცდით ენით აღუწერელ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რატომ უნდა გავიაროთ განსაცდელების ეს გზა. თუ ვიტყვით, რომ დამოუკიდებლობისთვის, ეს ნიშნავს სიმართლის დიდი ნაწილის, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის თქმას, რადგან დამოუკიდებლობა, რაც არ უნდა მაღალი მიზანი იყოს, რეალურად არის უმაღლესი მიზნის მიღწევის საშუალება. საუბარია ჩვენი მომავალი თაობის ბედნიერებაზე. მათ უნდა გადავცეთ სომხეთი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი თავი, ააშენონ საკუთარი ბედნიერება თავისუფალი და შემოქმედებითი შრომით", - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთში ბევრი პირობა არსებობს ამ ყველაფრის ხელშესაწყობად, მაგრამ არა საკმარისი და იმისთვის, რომ ეს პირობები იყოს სრული, აუცილებელია მშვიდობა, ანუ კონფლიქტისგან თავისუფალი გარემო.

„სომხეთში დღესაც ბევრი პირობაა, რომელიც ამ ყველაფერს ხელს უწყობს. ამის ხელშემწყობი დღესაც ბევრი პირობაა ამის ხელშემწყობი: დემოკრატია, ეკონომიკური და ნებისმიერი კანონიერი საქმიანობის თავისუფლება, კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, პრინციპული, ანტიკორუფციული პოლიტიკა, მაგრამ ეს პირობები საკმარისი არ არის. იმისთვის, რომ ეს პირობები იყოს სრული, აუცილებელია მშვიდობა, ანუ კონფლიქტისგან თავისუფალი გარემო. მშვიდობა არის ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხოებას, ასევე დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს", - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე მშვიდობა უნდა დაფასდეს და მისი არევა ზავში ან ცეცხლის შეწყვეტაში არ უნდა მოხდეს.

„ბევრს მიაჩნია, რომ რეგიონში არსებულ ამ დაძაბულ გარემოში, დროდადრო სამხედრო კონფლიქტების ფონზე, მშვიდობაზე საუბარი ადეკვატური არ არის. მაგრამ განსაკუთრებით ამ პირობებში მშვიდობა უნდა დაფასდეს და მშვიდობა არ უნდა აგვერიოს ზავში ან ცეცხლის შეწყვეტაში. მშვიდობა არის გარემო, რომელიც თავისუფალია კონფლიქტებისგან, სახელმწიფოთაშორისი, ეთნიკური კონფლიქტებისგან. ეს გზა ადვილი არ არის, ის გარე და შიდა შოკებზე გადის და ეს გზა უნდა გავიაროთ დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის, მომავლისთვის“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო