პროექტის ,,აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისათვის კულტურულ-შემეცნებითი საერთაშორისო ბანაკი“ მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა საბერძნეთში პროექტი ,,აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისათვის კულტურულ-შემეცნებითი საერთაშორისო ბანაკი“ განახორციელა.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამაში 12-დან 16-წლამდე, აფხაზეთიდან დევნილი ოცი ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებმაც 10 დღის განმავლობაში, სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. ასევე, მათთვის საბერძნეთის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებისა და ისტორიული ადგილების გასაცნობად კულტურული ტურები მოეწყო. პროექტის ბოლოს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა გიორგი გაბედავამ მონაწილე ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცა.

„ღონისძიება საბერძნეთის ქალაქ ვერიაში გაიმართა, რომელსაც სალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე, მინისტრის პირველი მოადგილე თემურ გასვიანი და ვერიის, ნაუსასა და კამბანიას ეპარქიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს და ვერიის, ნაუსასა და კამბანიას ეპარქიის მხარდაჭერით ქვეპროგრამის ,,მშვიდობის ლაბორატორია“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ორგანიზებაში ასევე ჩართული იყო ქალაქ ვერიის იმათიის ოლქის გუბერნია, ქალაქ ვერიის მერია, საქართველოს საპატრიარქო და საგარეო საქმეთა სამინისტრო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება