ანალენა ბერბოკი - ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ: კარგით, მოდით, უბრალოდ, შევცვალოთ გაეროს უსაფრთხოების საბჭო - ეს რაღაცნაირად გულუბრყვილობაა

გერმანია გაეროს უსაფრთხოების საბჭოში რუსეთის ვეტოს უფლების ჩამორთმევას მხარს არ უჭერს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეფორმირების შესახებ წინადადებებს არ ეთანხმება, რომლებიც რუსეთის ფედერაციისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევას ეხებოდა და რომლებიც, უკრაინის პრეზიდენტის აზრით, გაეროს მუშაობის პარალიზებას იწვევს.

აღნიშნული განცხადება ბერბოკმა ტელეარხ ARD-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბერლინი რუსეთისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევას მხარს არ უჭერს და ამ საკითხთან დაკავშირებით მას ბევრჯერ უსაუბრია უკრაინელ კოლეგებთან.

"ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ უკრაინის მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ყველა წინადადებას მხარს ვუჭერთ. ეს ასევე მნიშვნელოვანია გერმანიაში მსჯელობებისთვის", – განაცხადა ბერბოკმა.

ის ასევე სიფრთხილით მოეკიდა ზელენსკის წინადადებას გერმანიისთვის გაეროს უსაფრთხოების საბჭოში მუდმივი წევრობის მინიჭების შესახებ.

"ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ: კარგით, მოდით, უბრალოდ, შევცვალოთ უსაფრთხოების საბჭო. ეს რაღაცნაირად გულუბრყვილობაა", - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საბჭოში მუდმივ წევრობაზე მთელი რიგი სახელმწიფოები აცხადებენ პრეტენზიას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება