სომხეთის ოპოზიცია მთავრობის შენობის ბლოკირებას გეგმავს

სომხური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, პარასკევს ქვეყნის მთავრობის შენობის ბლოკირებას გეგმავენ, რათა სხდომა ჩაშალონ. ამის შესახებ რესპუბლიკის პირველმა პრემიერ-მინისტრმა ვაზგენ მანუკიანმა ერევანში გამართულ აქციაზე განაცხადა.

„ხვალ ამ შენობაში მთავრობის სხდომა უნდა გაიმართოს. 10:00 საათზე შენობას ალყა უნდა შემოვარტყათ, რომ სხდომა არ ჩატარდეს" , - განაცხადა მანუკიანმა.

მანვე განაცხადა, რომ შეიქმნა ეროვნული კომიტეტი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს საპროტესტო მოძრაობას, რომელშიც ერთიანდებიან საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები.

ბლოკის ,,დედა სომხეთი“ ლიდერი ანდრანიკ ტევანიანი გამოვიდა მოწოდებით, რომ პარასკევს გაიფიცონ და 6:30 საათიდან დედაქალაქის ქუჩები გადაკეტონ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება