ევროკავშირი ყარაბაღის ომის შედეგად დაზარალებულებს 500 მილიონ ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირი არაღიარებულ მთიან ყარაბაღს 500 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს გადასცემს, რაც ბრძოლების შედეგად დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად კეთდება.

„ომიდან გაქცეულმა ათასობით ადამიანმა დატოვა სახლები და დახმარება სჭირდება. ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარება დაზარალებულებს დაეხმარება დაფარონ სასწრაფო საჭიროებები, ასევე მოხდეს მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ფსიქოლოგიური დახმარება“ , - აღნიშნულია კომუნიკეში.

აღნიშნული თანხა ემატება იმ 1,17 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც ევროკავშირმა ყარაბაღის მცხოვრებთათვის 2023 წლის დასაწყისში გამოყო.

„ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციის განვითარებას და მზად ვართ შემოგთავაზოთ მეტი დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება ცეცხლის შეწყვეტას, მოვუწოდებ კონფლიქტის ყველა მხარეს, უზრუნველყონ ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეუფერხებელი წვდომა" , - განაცხადა ევროკომისარმა კრიზისებზე რეაგირების საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო