სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი - ზელენსკიმ განაცხადა: "თუ ჩვენ არ მივიღებთ დახმარებას, ომს წავაგებთ"

ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.

განცხადება ამის შესახებ სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა გააკეთა.

კონგრესის წევრებთან ზელენსკის შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან შუმერმა თავი შეიკავა.

"იყო ერთადერთი წინადადება, რომელიც შემაჯამებელი გახდა, და მე ამ წინადადების სიტყვა-სიტყვით ციტირებას მოვახდენ. ბატონმა ზელენსკიმ განაცხადა: "თუ ჩვენ არ მივიღებთ დახმარებას, ომს წავაგებთ", – განაცხადა სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა.

ამასთან, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის, კევინ მაკკარტის განცხადებით, მას თავისი პოზიცია არ შეუცვლია და უკრაინისთვის 24 მილიარდის აშშ დოლარის მოცულობის პაკეტის გადაცემას ის მხარს არ დაუჭერს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება