„ჯივიპი“ წერეთლის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

22 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, „ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს შალიკაშვილის ხიდის მიმდებარედ ინტენსიურ, 24-საათიანი რეჟიმით შეასრულებენ.

„გადაერთებით სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 22 სექტემბერს დილის 11:00 საათიდან, 23 სექტემბრის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში - წერეთლის გამზირს, მირცხულავას, წყალტუბოს, სამტრედიის, სტანისლავსკის, ბაქრაძის, გოგოლაურის, ვანის, კედიას, კერესელიძის, გვეტაძის, ფიფიების, ევდოშვილის, ყიფიანის, ფოთის, გორის, ბათუმის, ბაგრატიონის, ქუთაისის, მეტრეველის, ქურდიანის, ცაბაძის, კოსმონავტების, სანაპიროს, აგლაძის, დგებუაძის, ხოშარაულის, გუდაუთის, გაფრინდაულის, იშხნელების, მაიაკოვსკის, ერისთავის, ზუგდიდის, სოხუმის, იამანიძის და მექანიზაციის ქუჩებს. თევდორე მღვდლის ქუჩა N13-57 და N16-48, რობაქიძის ქუჩა N7, მარშალ გელოვანის ქუჩა N35,52.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge “,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა