ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით კანადაში ჩავიდა, - ინფორმაციას კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ოფისი ავრცელებს.

"ლიდერები გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინელ ხალხს შეეძლოს დაიცვას თავი რუსეთის სასტიკი და გაუმართლებელი შეჭრისგან. კანადა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება“, - აცხადებენ ჯასტინ ტრუდოს ოფისში.

გავრცელებული ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის ოტავაში ჯასტინ ტრუდო შეხვდება, რათა „დაადასტუროს კანადის სამხედრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომელიც აგრძელებს თავის დაცვას რუსეთის სასტიკი აგრესიისგან“.

ლიდერები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცების გაგრძელებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ზელენსკი კანადის პარლამენტში სიტყვით გამოვა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება