TKT.GE განცხადებას ავრცელებს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სომხეთში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ორგანიზატორის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2023 წლის 23 სექტემბერს დაგეგმილი Snoop Dogg-ის კონცერტი ერევანში, გადაიდო.

რადგან TKT.GE-სთვის მნიშვნელოვანია მომხარებელთა ინტერესების დაცვა, იმ მომხმარებლებს, რომლებმაც ღონისძიებაზე დასასწრებად ჩვენი პლატფორმის საშუალებით შეიძინეს კონცერტის ბილეთი, ეძლევათ დაბრუნების შესაძლებლობა, შესაბამისად მათ TKT.GE-ის მიერ აუნაზღაურდებათ შესაბამისი კატეგორიაში გადახდილი ბილეთის თანხა. დასაბრუნებლად გახსენით თქვენი ელექტრონული ბილეთის ბმული,სადაც იხილავთ დაბრუნების ღილაკს.

ასევე მომხმარებლებს, რომლებმაც ღონისძიებაზე დასასწრებად ისარგებლეს აპლიკაცია Super App-ით, მათზეც გავრცელდება ბილეთის დაბრუნების ზემოხსენებული მექანიზმი.

მომხმარებლები, რომელთაც არ სურთ შეძენილი ბილეთის დაბრუნება, ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებენ განახლებულ თარიღში, რომლის შესახებაც დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგაწვდით უმოკლეს ვადებში, TKT.ge-ის საკომუნიკაციო არხების საშუალებით.

TKT.GE-ს გუნდი.

(R)

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა