ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ამერიკელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ამერიკელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტუმრებს შორის იყვნენ კომერციული სექტორის და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“ წარმომადგენლები. პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და, შესაბამისად, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის, ქართული ღვინის წარდგენა ამერიკელი პროფესიონალების წინაშე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მათივე ინფორმაციით, 7-კაციანი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ესტუმრნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ისტორიას და ტრადიციებს გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.

„პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო ღვინის ეროვნულ სააგენტოს ჩვენი მოწვევისთვის. საქართველოში არის ევროპული მეღვინეობის სტილი, ასევე, პატივს სცემენ მემკვიდრეობას და ტრადიციას; ამ ორის ნაზავი არის მშვენიერი. ჩვენ ძალიან მოგვეწონა ქვევრის ღვინო. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მეღვინეები არიან ხელოვანები და ჩვენ, როგორც გამყიდველები და სომელიეები, ვართ ამბის მთხრობელები”, - აღნიშნა ჯგუფის წევრმა სანდრა სპოლდინგმა (Sandra Rose Marie Spalding).

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე, ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 30 კომპანიის სხვადასხვა ღვინოს. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა შეფასებები მიიღეს ამერიკელი პროფესიონალებისგან. აღნიშნულ ღონისძიებაზე, ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის შესახებ პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მრჩეველმა ირაკლი ჩოლობარგიამ გამართა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება