სენაკში მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით სენაკში მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადა უკვე მეშვიდედ მასპინძლობს.

„ღირსეული პასუხის“ მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისული სიტუაციების დროს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში შეუწყობს ხელს. სწავლების სცენარი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას და კრიზისულ თუ კონფლიქტურ სიტუაციებში უსაფრთხოების უნარ-ჩვევების განვითარებას ითვალისწინებს. შესაბამისად, სწავლების სცენარის პრაქტიკული ელემენტებიც აღნიშნული მიმართულების გამოყენებას და განვითარებას მოიცავს.

წელს „ღირსეულ პასუხში“ ტელევიზიების, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოების, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ხუთი დღის განმავლობაში სწავლებაში მონაწილეებს მე-2 ქვეით ბრიგადაში სამხედრო წესების დაცვით უწევთ ცხოვრება - დილის ვარჯიში, კვება „ჯარისკაცის“ ულუფით, ცხოვრება ყაზარმებში და გადაადგილება ახალი ლოჯისტიკური საშუალებებით MAN და ქართული, სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული „დიდგორებით“. სწავლების პრაქტიკული ფაზის აღსრულების პროცესში ისინი ქართული, სსსტც „დელტას“ წარმოების სამხედრო ჩაფხუტებითა და ჟილეტებით ისარგებლებენ. სწავლების პრაქტიკული ნაწილის აღსრულებაში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი და კომპონენტი, ასევე მძიმე ჯავშანტექნიკა და ავიაციაა ჩართული.

სწავლების საწყის ეტაპზე მედიის წარმომადგენლებს სალექციო კურსი და პრაქტიკული მეცადინეობები საინჟინრო მომზადებაში, პირველად სამედიცინო დახმარებაში, კიბერუსაფრთხოებასა და თვითგადარჩენის მიმართულებით, ასევე კრიზისული სიტუაციების პროფესიონალურად და ეფექტიანად გაშუქების უნარ-ჩვევების განვითარებაში უტარდებათ“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს