საქართველოს პრემიერი მალტას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მალტას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, რობერტ აბელას შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მალტას რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის დიდი ნაწილი შესრულებულია, პროცესი გრძელდება, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ნაბიჯები დაგეგმეს და გამოთქვეს ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მზაობა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგისთვის პოზიტიური სტიმულის მისაცემად მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა მნიშვნელოვანია.

საქართველოსა და მალტას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება