ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრს, აჰმედ ალ ხატიბს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საუდის არაბეთის სამეფოში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებების შესრულების დინამიკა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები დასახეს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია და საუდის არაბეთის სამეფო სტრატეგიულ, მიმზიდველ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს საქართველოსთვის.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მდგრადი ტურიზმის პრინციპების, ინოვაციებისა და განათლების სფეროს განვითარების მიმართულებით საუდის არაბეთის სამეფოს ინიციატივები მისასალმებელია.

ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზიტორთა ელექტრონული ვიზის მინიჭების გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ელექტრონული ვიზა ორ ქვეყანას შორის ტურისტების ნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განახლებადი ენერგიის, უძრავი ქონების, ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი საუდის არაბეთის სამეფოსთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივ დონეზე.

მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო