კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი

ალპური-ტიპის კონცეფციით შექმნილი, ინოვაციური საინვესტიციო კომპლექსი - „ალიანს ჰაილენდსი“ ალიანს ჯგუფის რიგით მეორე, მასშტაბური პროექტია, რომელსაც კომპანიამ კურორტ გოდერძიზე ჩაუყარა საფუძველი.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს „ალიანს რეზორტი“ გახლდათ კურორტ გოდერძიზე განხორციელებული პირველი წარმატებით რეალიზებული საინვესტიციო პროექტი, რომელიც საერთაშორისო სასტუმრო ბრენდ Ramada-სთან პარტნიორობით შეიქმნა და რითაც დაიძრა მნიშვნელოვანი დეველოპერული კომპლექსების განვითარების პროცესები უნიკალურ საკურორტო ზონაში.

„ალიანს ჰაილენდსი” იზიარებს ისეთი სამთო-საკურორტო კომპლექსების კონცეფციას, როგორიცაა: Whistler Blackcomb, Courchevel, Zermatt, რომელიც კანადის, საფრანგეთის, შვეიცარიის წამყვან საკურორტო ლანდშაფტებზე მდებარეობს და 4 სეზონურად მაღალი სეგმენტის დამსვენებელს იზიდავს.

ალპური-ტიპის კომპლექსში გაერთიანებულია, საერთაშორისო სტანდარტით შექმნილი, სამთო-საკურორტო ლოფტ რეზიდენციები და ასევე, სრულყოფილი საკურორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც ველნეს, ისე რეკრეაციულ და გასართობ კომპონენტებს აერთიანებს.

„ალიანს ჰაილენდსის” წინასწარი გაყიდვები დაწყებულია, რაც გულისხმობს ინვესტორებისთვის სპეციალური შეთავაზებისა და ექსკლუზიური უპირატესობებით სარგებლობის შესაძლებლობას, ინვესტირების საწყის ეტაპზე.

როექტის მნიშვნელობა

“ალიანს ჰაილენდსის” ლოკაცია ერთადერთი საკურორტო ზონაა რეგიონში, რომელსაც ყველაზე ხანგრძლივი სათხილამურო სეზონის გარდა, 4 სეზონურობა ახასიათებს , რითაც კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება უამრავი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო, მაღალი კლასის ვიზიტორისთვის.

მოთხოვნა სამთო-საკურორტო უძრავი ქონებისადმი, ყოველწლიურად მზარდია - 2023 წლის მონაცემების მიხედვით, ბაზრის სრული ღირებულება დაახლოებით 15.8 მილიარდი აშშ დოლარია, რომელიც 2033 წლისთვის, 50.4 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულებებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, გამორჩეული სტუმარმასპინძლობის გამოცდილებებით, სამთო კომპლექსები წლიურად 400 მილიონზე მეტ ლოკალურ, თუ საერთაშორისო მოგზაურს იზიდავენ, რითაც მყარად ინარჩუნებენ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტულ დანიშნულების სტატუსს.

რეკრეაციული უძრავი ქონებისადმი მზარდი ინტერესი, სამთო-საკურორტო ბაზრის უსაფრთხო საინვესტიციო გარემო, ნიშური და ლოიალური, მაღალი მსყიდველუნარიანობით გამორჩეული სეგმენტი, თანამედროვე საკურორტო ინფრასტრუქტურა და მშენებლობის საწყის ეტაპზე არსებული უპირატესობები ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომელიც მკაფიოდ ზრდის და განაპირობებს “ალიანს ჰაილენდსის”დატვირთულობასა და პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობას.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო