ზურაბ აზარაშვილი, აშშ-ში, იაპონიის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ფორუმში მონაწილეობდა

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, აშშ-ში, ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, იაპონიის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მაღალი დონის შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა.

ზურაბ აზარაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობასა და პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ათი წლის წინ, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მიაღწიოს ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობას, რათა დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქე ჯანმრთელობის რისკებისაგან.

COVID-19-მა, გლობალურად, ჯანდაცვის სისტემებში კრიტიკული გამოწვევები შექმნა. აღნიშნულ პერიოდში, ჩვენი ძალისხმევა ეხებოდა ერთის მხრივ პანდემიის მძიმე შედეგებთან ბრძოლას და მეორეს მხრივ აუცილებელ სერვისებზე, მედიკამენტებსა და ვაქცინებზე უწყვეტი წვდომის შენარჩუნებას.

საქართველო სრულად იზიარებს ხედვას, სამედიცინო რეაგირების ზომებზე (MCMs) თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ. უნდა გაძლიერდეს ეროვნული ძალისხმევა ჯანმრთელობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, რათა უზრუნველვყოთ დროული ხელმისაწვდომობა სიცოცხლის გადამრჩენ მედიკამენტებზე, დიაგნოსტიკასა და სხვა სამკურნალო საშუალებებზე.

საქართველოს, 2022-2030 წლების, ჯანდაცვის ეროვნული სტრატეგია პრიორიტეტად განსაზღვრავს პირველადი ჯანდაცვის განვითარებას და სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა შეიქმნას უფრო ძლიერი ჯანდაცვის პლატფორმა, რომელიც უკეთ მოემზადება და უპასუხებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევებს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით გამართული ფორუმი იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ გახსნა. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს. სიტყვით გამოვიდა გეითსების ფონდის თანათავმჯდომარე ბილ გეითსი, რომელმაც აქცენტები გლობალური ჯანდაცვის გამოწვევებსა და ჯანდაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე გააკეთა.

ჯანდაცვის მინისტრი, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება