მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე დაწყებული გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა

ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებული იყო.

აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ ინტერვიუს დასრულების შემდეგ მიაწოდა.

მისივე ცნობით, ფარცხალაძე გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა.

იქამდე დეპუტატი აცხადებდა, რომ გაუგებარია, რის საფუძველზე უნდა დაიბარონ ფარცხალაძე გამოკითხვაზე, როცა მტკიცებულებები არ მიუღიათ და თუ მტკიცებულებები არ არის და „თუ ცარიელი ფურცელია, კითხვაც კი რა უნდა დაუსვან ამაზეც კი შეიძლება პოზიცია არ არსებობდეს".

"კითხვა არის საგამოძიებო უწყებასთან, მე არ მაქვს დეტალური ინფორმაცია გამოძიების შესახებ. მე მხოლოდ ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა, გამახსენეთ თუ შეიძლება მტკიცებულება რა იყო მის ბრალდების დამადასტურებელი და აუცილებლად ავდგები და მეც ვიკითხავ როგორც პარლამენტის წევრი, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში იმ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იბარებენ. თუ არაფერია და ცარიელი ფურცელია, შეიძლება კითხვაც კი რა უნდა დაუსვა, არ არსებობდეს პოზიცია საგამოძიებო უწყებაში. სამწუხაროდ, ჩვენ არ მიგვიღია არც ერთი ფრაზა, არათუ მტკიცებულება ბრალდების დამდასტურებელი. თქვენ რომ იყოთ გამომძიებელი - აგენტი ხომ არ ხართო - ეს უნდა კითხოთ კაცს? თქვენ თუ გიმხელენ, საზოგადოებას, ჩვენ არ გვიმხელენ, სუს- ში მაინც უნდა მიაყოლონ ერთი მტკიცებულება იმას, რომ ეს ადამიანი არის აგენტი! თუ არ მიაყოლებენ, კითხვასაც ვერ დაუსვამენ, კითხვის დასმის საფუძველი რომ იყოს, ერთი მტკიცებულება მაინც უნდა მიაწოდონ. ვთხოვთ, ვემუდარებით, მიაწოდონ ასეთი ერთი მტკიცებულება", - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება