ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული „პურის ფესტივალი“ 23 და 24 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 23-24 სექტემბერს „პურის ფესტივალი“ მეოთხედ გაიმართება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ღონისძიებას ქართული ფოლკლორული ანსამბლი „მჭელი“ გახსნის. წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო პროდუქცია. სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში პურის ცხობის მასტერკლასები ჩატარდება.

„დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ, ასევე, წარმოდგენილი იქნება ღვინის კუთხე, სადაც დაინტერესებული პირები ქართული ღვინის ისტორიას გაეცნობიან და სხვადასხვა სახეობის ღვინოს დააგემოვნებენ.

ღონისძიებაზე დაგხვდებათ ქართული, ტრადიციული თემატური სამოსი, ასევე, ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.

„პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადების, ცომის მომზადებისა და თონეში პურის ცხობის მასტერკლასს და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში.

ფესტივალს მუსიკალურად გიორგი ცხადაძე, თაკო კაკალაშვილი და ბენდი გააფორმებს. ღონისძიების დასასრულს გაიმართება სემინარი „ქართული ხორბლის კულტურა“, რომლის შემდეგაც ფესტივალზე მისული სტუმრები გიგი პიანომენის ცოცხალ შესრულებას დაესწრებიან.

ღონისძიება 23 და 24 სექტემბერს, 12:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება