პროკურატურაში აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურის და აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობით, პროკურორებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე მორიგი ტრენინგი ჩატარდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი საქმეების სასამართლოში განხილვის სპეციფიკის, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის, შესავალი და დასკვნითი სიტყვების წარდგენის, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვების ტექნიკის, ასევე ნაფიც მსაჯულთა განსჯად საქმეებზე საპროკურორო ზედამხედველობის აქტუალური საკითხების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

„ტრენინგი როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებასაც ემსახურებოდა.

ტრენინგს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი ლენა ოუენსი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ნინო აღლემაშვილი და ამავე დეპარტამენტის პროკურორები უძღვებოდნენ.

საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე ტრენინგების ციკლი წლის განმავლობაში ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდება, რაც მიზნად სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის გაძლიერება და ამ მიმართულებით პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ როგორც სასწავლო აქტივობებს, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებს საქართველოს პროკურატურა მომავალშიც აქტიურად განაგრძობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება