საკრებულოს სხდომა, რომელიც დეპუტატებს შორის ჩხუბის გამო შეწყვეტილი იყო, განახლდა

საკრებულოს სხდომა, რომელიც დეპუტატებს შორის ჩხუბის გამო შეწყვეტილი იყო, განახლდა.

ამ ეტაპისთვის, დარბაზში სიმშვიდეა. შეგახსენებთ, რომ შესვენების გამოცხადებამდე სხდომა ხმაურითა და დაპირისპირებით მიმდინარეობდა.

„ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, კონსტანტინე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ეძგვერაძემ სიტყვით გამოსვლისას კონსტანტინე ზარნაძეს „არარაობა“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ ზარნაძემ საპასუხოდ ეძგვერაძის მისამართით დროშები ისროლა, რომელიც მაგიდაზე ეწყო.

მანამდე, დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა ფრაქცია „ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს“ წევრს, კონსტანტინე ზარნაძესა და თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნინო კვიტაიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც კონსტანტინე ზარნაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება