მამუკა ხაზარაძე - ანაკლიაში გემები 2020 წლიდან უნდა მიგვეღო, დღეს მთავრობამ გამოაცხადა, რომ პორტი აშენდება 2028 წელს  გაურკვეველი ინვესტორებით, ბიუჯეტით და კომპანიებით - კომენტარი თქვენთვის მომინდვია

ანაკლიაში გემები 2020 წლიდან უნდა მიგვეღო, დღეს მთავრობამ გამოაცხადა, რომ პორტი აშენდება 2028 წელს, კომენტარი თქვენთვის მომინდვია, - ასე გამოეხმაურა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე განხილვებს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ინვესტორები, ამერიკული და ევროპის წამყვანი კორპორაციები და ბანკები უნდა ყოფილიყვნენ, ახლა კი ეს გაურკვეველია.

„1. ანაკლიაში გემები 2020 წლიდან უნდა მიგვეღო. სახელმწიფოსგან საჭირო იყო 50 მილიონი დოლარის გარანტია, რომელიც უზრუნველყოფილი იყო და არა საჩუქარი. აშენებული პორტი სრულად, 100%-ით გადადიოდა სახელმწიფოს კუთვნილებაში. ინვესტორები, ამერიკული და ევროპის წამყვანი კორპორაციები და ბანკები.

  1. დღეს მთავრობამ გამოაცხადა, რომ პორტი აშენდება 2028 წელს და ამისთვის ბიუჯეტი ჩადებს 300 მილიონ დოლარს და სახელმწიფოს კუთვნილება 51% იქნება. გაურკვეველი ინვესტორებით, ბიუჯეტით და კომპანიებით. კომენტარი თქვენთვის მომინდვია!“ -წერს მამუკა ხაზარაძე.
ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება