საბა ბუაძე - ის, რომ ხელისუფლება ფარცხალაძესთან გადაჯაჭვულია, ყველაზე მეტად დაადასტურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომელმაც ბანკი ისე ჩამოშალა, რომ კარის მიმხურავი აღარ დარჩა, დამლაგებელი აღარ დარჩა

ის, რომ ხელისუფლება ფარცხალაძესთან გადაჯაჭვულია, ყველაზე მეტად დაადასტურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომელმაც რუსეთის კრიმინალის აგენტის გამო, ეროვნული ბანკი ისე ჩამოშალა, რომ კარის მიმხურავი აღარ დარჩა, დამლაგებელი აღარ დარჩა,- ამის შესახებ ფრაქცია “ლელოს” თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოში, საბა ბუაძემ საკრებულოს სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ოთარ ფარცხალაძეზე საუბრისას, ბუაძემ კითხვით მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რატომ ნერვიულობენ ფარცხალაძეზე, თუ ის მათთვის არაფერს წარმოადგენს.

„მინდა, მოსახლეობას გავახსენო, ვინ არის ოთარ ფარცხალაძე, ბოტასების ქურდობიდან დაწყებული მისი კრიმინალური კარიერიდან. ნუ ღელავთ, ნუ ნერვიულობთ ფარცხალაძეზე, მესმის, რომ სურვილი გაქვთ გადაეფაროთ, თუ არაფერს წარმოადგენს თქვენთვის, რატომ ნერვიულობთ?

ფარცხალაძე კრიმინალია, რუსეთის აგენტი, ადამიანი, რომელმაც მათ შორის, თავისი კორუფციული საქმიანობა დაიწყო ამ მუნიციპალიტეტის გატყავების ხარჯზე. ეს დაადასტურა აუდიტის სამსახურის დასკვნამ, სადაც ორი მილიონით მეტი გადაუხადეს მიწის ნაკვეთში, რომელიც 600 ათასი ლარი ღირდა. ამ კაცმა, თავისი კრიმინალური საქმიანობა დაიწყო თბილისის მუნიციპალიტეტის ხარჯზე. დღეს, ეს კაცი რუსეთის გამოცხადებული აგენტია, საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის. ის, რომ ხელისუფლება ფარცხალაძესთან გადაჯაჭვულია, დაადასტურა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ყველაზე მეტად კი დაადასტურა ეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომელმაც ამ კრიმინალის და რუსეთის კრიმინალის აგენტის გამო, ეროვნული ბანკი ისე ჩამოშალა, რომ კარის მიმხურავი აღარ დარჩა, დამლაგებელი აღარ დარჩა“,- აღნიშნა ბუაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო