„პაშა ბანკი საქართველოში“ ცვლილებაა

„პაშა ბანკი საქართველოში“ ცვლილებაა. ნიკოლოზ შურღაიამ 20 სექტემბერს, „პაშა ბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „პაშა ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „პაშა ბანკი“ საქართველო ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, განცხადებას ახალი თავმჯდომარის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ მისი დამტკიცებისთანავე გაავრცელებს.

„პაშა ბანკი საქართველო“ მიმდინარე საქმიანობას საერთაშორისო სანქციებისა და საქართველოს კანომდებლობის მოთხოვნების შესაბამისად აგრძელებს.

„პაშა ბანკი“ ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. „პაშა ბანკი“ მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

„პაშა ბანკი“ არის პაშა ჯგუფის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორაციული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი.

„პაშა ბანკმა“ საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო და 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მისი მთლიანი აქტივები 518 მილიონ ლარს შეადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება