ვახტანგ გომელაური - მიზანშეწონილი არ იყო შოვში ღამით ფრენის განხორციელება, რადგან შესაძლოა, საფრთხე დამუქრებოდა გადარჩენილ ადამიანებს და შველის ღონისძიებაში ჩართული პირების სიცოცხლეს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სტიქიას გადარჩენილი ადამიანები, საპოლიციო ძალებთან ერთად იმყოფებოდნენ უსაფრთხო ადგილას, მიზანშეწონილი არ იყო ღამით ფრენის განხორციელება, რადგან საფრთხე შესაძლოა დამუქრებოდა გადარჩენილ ადამიანებს და ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული პირების სიცოცხლეს.

ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დაკარგული პირების სია იყო მუდმივად განახლებადი და მასში არსებული მონაცემები ზუსტდებოდა უწყვეტ რეჟიმში. ამასთან, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის სამუშაოები შესაბამისი სპეცტექნიკით.

„სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში გვაქვს ტრაგიკული გამოცდილება, როდესაც პილოტებმა გარისკეს საკუთარი სიცოცხლე სამაშველო ღონისძიებების დროს. როგორც ყველასთვის ცნობილია, შექმნილი იყო ადგილობრივი საგანგებო შტაბი და მოქმედებდა დამატებით ცხელი ხაზი დაკარგული პირების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით. დაკარგულ პირთა შესახებ შეტყობინებები შედიოდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“, ასევე სპეციალურად შექმნილ ცხელ ხაზზე. საერთო ჯამში, მიღებული იქნა 62 შეტყობინება და პირველ ეტაპზე დაკარგულად ითვლებოდა 175 პირი. შეტყობინებების მიღებისთანავე დაიწყო შესაძლო დაკარგული პირების იდენტიფიცირება, როგორც შეტყობინების ინიციატორებთან უშუალო კომუნიკაციით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზების მიხედვით. დაკარგული პირების სია იყო მუდმივად განახლებადი და მასში არსებული მონაცემები ზუსტდებოდა უწყვეტ რეჟიმში.

ამასთან, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის სამუშაოები შესაბამისი სპეცტექნიკით.

„4 აგვისტოს, დაახლოებით დილის 06:00 საათიდან, სამაშველო ოპერაციაში კვლავ ჩაერთო ავიაცია, კერძოდ, სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ვერტმფრენის საშუალებით მოხდა გეოლოგთა მონიტორინგის ჯგუფის მიერ ტერიტორიის დათვალიერება. ასევე, განხორციელდა 9 სამაშველო ფრენა, რა დროსაც სტიქიის ზონიდან უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ 140 ადამიანი, რომლებმაც მთელი ღამე პოლიციელებთან, მაშველებსა და მესაზღვრეებთან ერთად გაატარეს. ონის მუნიციპალიტეტში, სამაშველო ღონისძიების გარდა, სახელმწიფო უწყებებისა და სპეციალისტების ჩართულობით, მოხდა ყველა შესაბამისი სამუშაოს დაგეგმვა და წარმოება.

მძიმე ტექნიკის დახმარებით, სტიქიის ზონასთან ალტერნატიული გზები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ხიდების, გზებისა და მდინარის კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აწარმოებდა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იცით, რომ სამძებრო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთნენ თავდაცვის ძალები ცოცხალი ძალისა და სპეცსაშუალებების დახმარებით. შოვში, სტიქიის ზონაში ეტაპობრივად გაფართოვდა სამძებრო სამუშაოების არეალი, რის შედეგადაც შოვიდან დაახლოებით 50-60 კმ-ის მოშორებითაც აღმოჩენილი იქნა გარდაცვლილთა ცხედრები“, - განახადა ვახტანგ გომელაურმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო