ნიკოლაი ოლეშჩუკი ყირიმში განხორციელებულ თავდასხმაზე რუსეთს - ჩვენ ხომ დაგპირდით, რომ „გაგრძელება იქნება“!

ჩვენ ხომ დაგპირდით, რომ „გაგრძელება იქნება“. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი საჰაერო ძალების მფრინავებს, - ასე ეხმაურება უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბბინაზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას.

„სანამ ოკუპანტები მელიტოპოლში გამოჯანმრთელდებიან, ხოლო სევასტოპოლში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალი ისმის, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი საჰაერო ძალების მფრინავებს!“ - აცხადებს ოლეშჩუკი.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის შტაბბინაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთი სამხედრო მოსამსახურე დაკარგულად ითვლება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება