CIU-ში თურქი პროფესორის საჯარო ლექცია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ცნობილი თურქი პროფესორის, მედიცინის დოქტორის, მუტლუ არატის საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე: „უახლესი გამოწვევები და მიღწევები ჰემატოლოგიაში“. ამის შესახებ ინფორმაციას CIU ავრცელებს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, ლექციის ფარგლებში პროფესორმა ისაუბრა ლეიკემიის, ლიმფომისა და სისხლის სხვა პათოლოგიათა შესახებ, მიმოიხილა მათი მკურნალობისა გზები და მიღწევები 21-ე საუკუნეში.

„ლექციის დაწყებამდე სტუმარსა და დამსწრე აუდიტორიას მიესალმნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, მაგდა თორთლაძე.

თურქი პროფესორის საჯარო ლექციას მედიცინის ფაკულტეტის ქართული და უცხოენოვანი პროგრამების სტუდენტები, ასევე ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება