ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - თავდაცვის კოდექსი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები არის ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციული რელიგიის ნიშნით

თავდაცვის კოდექსი და მასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ცვლილებები არის ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციული რელიგიის ნიშნით. ამის შესახებ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებაშია ნათქვამია.

კერძოდ, , 2023 წლის 21 სექტემბერს საქართველო პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ახალი თავდაცვის კოდექსი და მასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ცვლილებები. ახალი კანონმდებლობა არის ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციული რელიგიის ნიშნით, არღვევს რწმენისა და რელიგიის თავისუფლების, თანასწორობის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ პრინციპებს.

1.ახალი თავდაცვის კოდექსითა და „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ" კანონით, ყველა 18-დან 27 წლამდე სასულიერო პირს, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად, შეეძლებათ ალტერნატიული, არასამხედრო შრომითი სამსახურის გავლა. თუმცა ეს ვალდებულება არ ვრცელდება მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებზე, რომლებიც კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე თავისუფლდებიან ყველანაირი სამხედრო ვალდებულებისგან, მათ შორის, ალტერნატიული სამსახურისგან.

2.ცვლილებების მიხედვით, თავდაცვის ძალების რეზერვში ავტომატურად ჩაირიცხება 18-დან 60 წლამდე ყველა კაცი. აქედანაც ექსკლუზიური გამონაკლისი მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებზე გავრცელდება, რადგან კონსტიტუციური შეთანხმებით ისინი ყველანაირი სამხედრო ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

3.ახალი თავდაცვის კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის მიზნით, სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში შეიტანება ინფორმაცია პირის აღმსარებლობის შესახებ, რაც ნიშნავს აღმსარებლობის შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ყველა 18-დან 60 წლამდე მამაკაცზე. ეს კი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემია.

TDI-ს განცხადება სრულად იხილეთ:

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის