შოვის ტრაგედიაზე გაკეთებული განცხადების საპროტესტოდ, უმრავლესობის წევრებმა გიორგი ვაშაძეს „ნაძირალა“, „არაკაცი“ და „მაჯლაჯუნა“ უწოდეს

"შენ ხარ ნაძირალა“, „არაკაცი“, „მაჯლაჯუნა“, „ვინ გაგზარდა!“, - ეს იყო შეძახილები, რომლითაც შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენისას პარლამენტის ტრიბუნასთან გამოსულ გიორგი ვაშაძეს უმრავლესობის დეპუტატები მიმართავდნენ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამგვარი ეპითეტებით ვაშაძის იმ განცხადებას შეხვდნენ, რომელშიც მან ვახტანგ გომელაურის მისამართით იკითხა, თუ რატომ არ ჩავიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის ზონაში პირველივე დღეს. ვაშაძის თქმით, პრემიერი ადგილზე მომდევნო დღეს იმყოფებოდა. გარდა ამისა, ვაშაძემ შინაგან საქმეთა სამინისტრო სამაშველო ოპერაციის გამო გააკრიტიკა.

გიორგი ვაშაძის სიტყვით გამოსვლისას ადგილიდან შეძახილებით პასუხობდნენ „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატები, ოპოზიციონერ კოლეგას მიმართავდნენ, რომ ის პოპულისტი და „ომის პარტიის“ წვერია. ამასთან, ვაშაძეს „ნაბიჭვარიც“ უწოდეს.

„თქვენი შეძახილებით საკუთარი თავის ლუსტრირებას ახდენთ, რადგან კითხვებზე პასუხები არ გაქვთ“, - ასე მიმამართა ვაშაძემ უმრავლესობის წევრებს.

უმრავლესობის დეპუტატებმა ვაშაძეს სიტყვით გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება