ხათუნა სამნიძე - არ არის ეს ხელისუფლება იმ სიმაღლეზე, რომ სიმართლე უთხრას საზოგადოებას ან შეცდომებისთვის ბოდიში მოიხადოს - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს, რომ ფონს გავა კომპენსაციებით ან ოპოზიციაზე თავდასხმებით

სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს, რომ ფონს გავა კომპენსაციებით ან ოპოზიციაზე თავდასხმებით, - ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ხათუნა სამნიძის შეფასებით, ვახტანგ გომელაურის მოხსენება ძალიან ზედაპირული იყო და არ აქვს მოლოდინი, რომ ის ადამიანები დაისჯებიან, ვინც სამაშველო ოპერაციის დროს შეცდომები დაუშვა.

„სამწუხაროდ, არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ის ადამიანები დაისჯებიან, ვინც ცინიკურ განცხადებებს აკეთებდა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ პროცესში და ისინიც, ვინც სამაშველო ოპერაციის დროს შეცდომები დაუშვა, ამაზე პასუხი უნდა აგონ. არ არის ეს ხელისუფლება იმ სიმაღლეზე, რომ სიმართლე უთხრას საზოგადოებას ან ამ შეცდომებისთვის ბოდიში მოიხადოს, როგორც მინიმუმ. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს, რომ ფონს გავა კომპენსაციებით ან ოპოზიციაზე თავდასხმებით იმიტომ, რომ ამას მთელი პროცესის განმავლობაში ვხედავდით. ეს თემა არ ეხება მხოლოდ დღევანდელ დღეს, ეს ეხება წარსულს და მომავალსაც, საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე“,- განაცხადა სამნიძემ.

გარდა ამისა, ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტსაც შეეხო და ხელისუფლება გააკრიტიკა.

„სამწუხაროდ, გვაქვს ვითარება, როდესაც პრემიერ-მინისტრი საბიუჯეტო ხარჯებით დაფრინავს პირადი მიზნებისთვის და ამაზე პასუხს არ გვცემს, მხოლოდ ცინიკური პასუხები და ისევ თავდასხმა ისმის. ეს მაშინ ხდება, როდესაც სამწუხაროდ, ქვეყანაში რუსულ აგენტს მთელი ხელისუფლება ეფარება 10 დღის მანძილზე. იმის ნაცვლად, რომ საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორს ელაპარაკოს, ოპოზიციას თავს გვესხმის და ჩვენ გვეძახის „აგენტს“. სამწუხაროდ, ეს მაშინ ხდება, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი "ბახილებით" მიდის ადგილზე. სამწუხაროდ, გვყავს ქვეყანა, სადაც ქალებს დასცინით იმის გამო, რომ ისინი აქტიურად არიან პოლიტიკაში ჩართული“,- განაცხადა სამნიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება