ნინო რუხაძე - საზოგადოებას არ სჯერა, რომ თქვენ გადარდებთ ქვეყნის და ჩვენი ხალხის ბედი

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ნინო რუხაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ბარბარა ჯიმელი სულაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

“ახლა მოვისმინე ქალბატონი ბარბარეს დიდი სასოწარკვეთილი ხმით გაკეთებული განცხადება. მან კითხვები დასვა და ამბობდა, რომ პასუხები ამ კითხვებზე თავადაც არ აქვს. ეს ძალიან უცნაური განცხადებაა, როდესაც პოლიტიკოსი კონკრეტულ პრობლემას სვამს და თავად ამ მიმართულებით ხედვა არ აქვს და არ იცის როგორ უნდა მოგვარდეს ის. გასაკვირი არაფერია, რადგან საქმე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გვაქვს.

რეალურად ქალბატონ ბარბარეს მინდა ვუთხრა, ჩვენკენ რომ იშვერს ხელს, თითქოს არ გვაქვს პრობლემების გადაწყვეტის ხედვა და გეგმები. სწორედ თქვენი პოლიტიკური მიდგომები და ქცევა ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად საერთოდ არ გაინტერესებთ არც სახელმწიფოებრიობა, არც სახელმწიფო, არც სახელმწიფო ინსტიტუტების სიმტკიცე, არც კანონის უზენაესობა, არც ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, არც ევროპული ღირებულებები, არც დემოკრატია და არაფერი.

ერთადერთი რაც გაინტერესებთ არის ხელისუფლებაში მოსვლა ყველაფრის ფასად და არაფერზე უკან დამხევები არ ხართ. ძალიან დასანანია ეს თქვენი ყალბი და არა დამაჯერებელი პათოსი და აღშფოთება.

ამ ყველაფერს, რომ ვისმენ მახსენდება სტანისლავსკის სიტყვები. როცა ის უყურებდა უნიჭო მსახიობს, რომელიც უნიჭოდ ასრულებდა როლს ეუბნებოდა - არ მჯერა. აი, მეც გიყურებთ, გისმენთ და ეს სიტყვები მახსენდება. არ მჯერა რასაც ამბობთ. არ მჯერა, თქვენი ბექგრაუნდიდან გამომდინარე და, რაც მთავარია, საზოგადოებას არ სჯერა თქვენი, არ სჯერა, რომ თქვენ გადარდებთ ამ ქვეყნის ბედი და ჩვენი ხალხის ბედი. ეს, რომ არ გადარდებთ, ძალიან დასანანია, მაგრამ საბოლოო ჯამში ისევ თქვენ გიქმნით პრობლემებს”,- განაცხადა ნინო რუხაძემ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო