მამუკა მდინარაძე - კარგად გარუჯულმა ვაშაძემ, რომელსაც ფეხი არ ჩაუდგამს, განაცხადა, ვინმე შოვში ჩასულიყოო, ბოკუჩავამ კი თქვა, ვიყავით, მაგრამ კამერების გარეშეო - „ნაცი“ კამერების გარეშე...!

ადამიანები რომ ნაწილ-ნაწილ ამოჰყავდათ მაშველებს, ფრაგმენტ-ფრაგმენტ, ორი-სამი საათის განმავლობაში მათი გადარჩენა შეიძლებოდაო ადამიანი რომ გეტყვის, იმ ადამიანს რა უნდა დაარქვა, არ ვიცი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე თქმით, „როცა ყველა ლოგიკა გეუბნება, რომ 2-5 წუთში იქ ყველაფერი, საუბედუროდ, დამთავრებული იყო და 2-3 საათში ვიღაც უნდა გადაგერჩინათო, ამას ჰქვია მავნებლობა და ფსიქოლოგიური ტერორი“.

„ადამიანების სიცოცხლე თქვენს მთავრობას არაფრად მიაჩნიაო - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა. კარგად გარუჯულმა ვაშაძემ განაცხადა, ვინმე ჩასულიყო იქო, რომელსაც ფეხი არ ჩაუდგამს. მერე თინა ბოკუჩავამ თქვა, ვიყავით, მაგრამ კამერების გარეშეო, „ნაცი“ კამერების გარეშე, რაჭაში... როცა ფიზიკურად შეეძლოთ, ნაკადრები აქვთ, ახლა ფსიქოლოგიური ტერორის ეს ფორმა აქვთ არჩეული. წინასწარი გაფრთხილების სისტემაზე რომ ლაპარაკობენ, იცით რაშია საქმე? რაც დახვდათ ისიც მოშალეს, ჯერ რა უნდა დახვედროდათ, მაგრამ ისიც მოშალეს.

ნაწილ-ნაწილ რომ ადამიანები ამოჰყავდათ მაშველებს, ფრაგმენტ-ფრაგმენტ, ორი-სამი საათის განმავლობაში მათი გადარჩენა შეიძლებოდაო ადამიანი რომ გეტყვის, იმ ადამიანს რა უნდა დაარქვა, არ ვიცი. როცა ყველა ლოგიკა გეუბნება, 2, 3, 5 წუთში ყველაფერი იქ, საუბედუროდ, დამთავრებული იყო და 2-3 საათში ვიღაც უნდა გადაგერჩინათო, ამას ჰქვია იმ დონის მავნებლობა და იმ დონის ფსიქოლოგიური ტერორი, რომ არ უნდა აკადრო საკუთარ თავს, საზოგადოებას. ადამიანურობის რაღაც დონე ხომ შეიძლება შერჩენილი ჰქონდეთ?! რაღაცას იტყვიან და ვიღაცას ხომ სჯერა. იმ ვიღაცაზე მუშაობენ, აჭერენ ტვინში წიხლს. სანამ შეეძლოთ აჭერდნენ სხეულზე, მორალზე, ღირსებაზე და დღეს ტვინში, ეს დარჩათ და იქ აჭერენ წიხლს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის