ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ცდილობენ ტრაგედიაც კი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად

სტიქია და ტრაგედია უნდა აერთიანებდეს ყველას. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ცდილობენ ტრაგედიაც კი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად. რაც უპრეცედენტო მოვლენაა და არსად არ ხდება ასეთი რამ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

„გასული წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, სტიქიებით განსაკუთრებით დატვირთული იყო სამყარო მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰავაიზე იყო ტყის ხანძარი, რომელსაც ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და არავის დაუწყია სპეკულირება, არავის უფიქრია, რომ სპეკულირებისთვის გამოეყენებინა ეს ყველაფერი და მოეთხოვა პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომა.

გერმანიაში მოხდა ორი-სამი წლის წინ წყალდიდობა, რომელსაც შეეწირა დაახლოებით 200 ადამიანი და არსად არ გამოუყენებიათ პოლიტიკურ პარტიებს ეს საკითხები სპეკულირებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ იქ პროგნოზირებაც უფრო ადვილია და რეაგირებაც. არცერთ ჯანსაღ ძალას არ უცდია იმ ქვეყნებში სპეკულაციებისთვის გამოეყენებინა ასეთი ფაქტები. თუმცა, გერმანიასთან დაკავშირებით, სტატია ვნახე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ პოლიტიკურ სუბიექტებს სტიქიასთან მიმართებით. არც ერთ საპარლამენტო პარტიას არ უცდია სპეკულაციებისთვის ამ ტრაგედიის გამოყენება, თუმცა იქაც არიან არასაპარლამენტო ძალები-ნეონაცისტები და მხოლოდ მათ სცადეს ამ ტრაგედიის გამოყენება საკუთარი ქულების დასაწერად. გერმანიაში ნეონაცები, საქართველოში-ნაცები. ეს არის რეალური სურათი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება