გლდანში დაპირისპირებისას ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სავარაუდოდ, დააკავეს

გლდანში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართლდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს და სავარაუდოდ, დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, ბაჩო დოლიძე და ნიკა მელია დაკავებულები არიან, თუ ისინი უბრალოდ ტერიტორიიდან განარიდეს.

გლდანში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც თბილისის საკრებულოს წევრს "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. თავად ირაკლი ეძგვერაძის მტკიცებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კოტე ზარნაძეა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თავდახმას დღეს თბილისის საკრებულოში მომხდარს უკავშირებენ, რა დროსაც ეძგვერაძე და ზარნაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება