„ნაციონალური მოძრაობა“ – ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა არის ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული - მოვითხოვთ ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძის და ზვიად კუპრავას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გლდანში დაპირისპირებისას დაკავებული ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

პარტიის ინფორმაციით, დღეს გლდანში განვითარებული მოვლენები არის ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, ღია და დაუფარავი ძალადობა, ამ აგრესიას მათში სიმართლის მოსმენის შიში იწვევს.

“პოლიტიკური საქმიანობის, პოლიტიკური განცხადებებისა და კრიტიკული აზრის მიუღებლობის გამო, “რუსული ოცნების” ორგანიზებით, თავს დაესხნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრ - ირაკლი ეძგვერაძეს.

ეს არის ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, ღია და დაუფარავი ძალადობა, ამ აგრესიას მათში სიმართლის მოსმენის შიში იწვევს.

მოძალადეების ნაცვლად, ე.წ. “სამართალდამცავებმა” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს. მოვითხოვთ, მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული საქართველოსთვის! რაც უფრო ამაზრზენ ფორმებს მიიღებს “რუსული ოცნების” მიერ ორგანიზებული ძალადობა, ამაზე ქართული საზოგადოების პასუხი უფრო მწვავე იქნება.

“ქართული ოცნების” რუსული რეჟიმი აუცილებლად დასრულდება, საქართველო გაიმარჯვებს და გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება