სადაზვერვო სიტუაციური საველე სწავლება „შევარდენი-2023“ დასრულდა

პირველი ქვეითი ბრიგადის საწვრთნელი ცენტრი „ხცისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სადაზვერვო სიტუაციური საველე სწავლება „შევარდენი 2023“ ჩატარდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დაქვემდებარებული ბრიგადების სადაზვერვო ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.

„საჩვენებელ სწავლებაზე სადაზვერვო ჯგუფებმა მარშრუტის რეკოგნოსცირების, ჩასაფრებისა და კონტაქტზე რეაგირების ოპერაციები განახორციელეს. ადგილმდებარეობის წინასწარი შესწავლის მიზნით, ქვედანაყოფებმა სწავლებაში სადაზვერვო დრონები გამოიყენეს. სწავლებაზე ქვედანაყოფებმა გაიარეს ტრენინგი სადაზვერვო დრონის, სადაზვერვო თერმული ხელსაწყოებისა და თერმული სამიზნეების გამოყენებაში. სწავლების მიზანს აღმოსავლეთ სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მიერ სადაზვერვო ოპერაციების წარმოების სრულყოფა წარმოადგენდა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება