ზურაბ აზარაშვილის თანათავმჯდომარეობით, აშშ-ში, საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თანათავმჯდომარეობით, აშშ-ში, საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ჯგუფის წევრებს, მოსახლეობისთვის, ჯანდაცვის სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერით, ცოტა ხნის წინ, დავნერგეთ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, რაც დღევანდელი მდგომარეობით, 2300-ზე მეტ პრეპარატზე ვრცელდება. ვმუშაობთ ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, უშუალოდ, მწარმოებელთან პირდაპირი კონტრაქტის (Managed Entry Agreements) მექანიზმის დანერგვაზე, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ფარმაცევტული დანახარჯების შესამცირებლად.

ვამაყობ, რომ საქართველო, იაპონიასთან და ტაილანდთან ერთად, თანათავმჯდომარეა საყოველთაო ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფში (UHC), რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა, გაეროს წევრი ქვეყნებისთვის, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის 2030 წლის სამოქმედო გეგმის შესასრულებლად“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

უწყების ცნობით, ზურაბ აზარაშვილმა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო სერვისებზე, მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა.

ჯანდაცვის მინისტრი, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება