უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის - საკითხის მოლაპარაკეთა მაგიდასთან უნდა გადაწყდეს და რაც მალე, მით უკეთესი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტოს განცხადებით, რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა.

უნგრული მედიის ცნობით, საუბარი ორმხრივ ურთიერთობებსა და უკრაინაში ომს შეეხო.

მინისტრის განცხადებით, კარგი იქნებოდა თუ სერგეი ლავროვს სხვა დასავლელი პოლიტიკოსებიც შეხვედროდნენ.

„ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო მეტი იმედი გაჩენილიყო იმაზე, რომ უკრაინაში ბოლოსდაბოლოს მშვიდობა დამკვიდრდეს, შეწყდეს მკვლელობები და ადამიანების სიცოცხლეს არაფერი ემუქრებოდეს“, - განაცხადა სიიარტომ.

მისივე თქმით, სერგეი ლავროვმა მიაწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

„ცხადია, რომ ჯერჯერობით ბევრი დეტალი დაზუსტებას საჭიროებს. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ რაღაც მომენტში შეიქმნება ისეთი გარემოებები, რომლებიც უკრაინასაც და რუსეთსაც მიახვედრებენ, რომ საკითხის გადაწყვეტის პოვნა მოლაპარაკეთა მაგიდასთან უნდა მოხდეს და რაც მალე, მით უკეთესი”, - განაცხადა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება