ირაკლი ეძგვერაძე - დაზიანებები მაქვს თავის, სახის და მხრების არეში - სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

გლდანში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ეძგვერაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად ირაკლი ეძგვერაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში სავარაუდოდ, დღესაც დარჩება.

„დაზიანებები აღმენიშნება თავის, სახის და მხრების არეში. გულისრევის შეგრძნება მაქვს. დღეს უფრო ვერ ვარ კარგად. ანალიზები ამიღეს, ტომოგრაფია, რენტგენი გადამიღეს. როგორც ვატყობ, კლინიკიდან დღეს არ გამწერენ“, - განაცხადა ეძგვერაძემ.

მან ასევე ისაუბრა თავდასხმის დეტალებზე და აღნიშნა, რომ მასში დაახლოებით, 40 პირი მონაწილეობა.

„ალბათ, 40ზე მეტი ადამიანი მოვარდა, კორპუსთან ეზოში დიდი ოთახი მაქვს მოწყობილი, სადაც დაანგრიეს ყველაფერი. ფეხბურთელი კახა ალადაშვილი ჩემი მეგობარია, მოწყობილი გვაქვს სივრცე, სადაც ბავშვებს ავარჯიშებს და ეს დაანგრიეს. ჰანტელები დაგვარტყეს, კარადა და ყველაფერი დაამტვრიეს. როდესაც გვირტყამდნენ ნიკა მელიას აგინებდნენ“, -განაცხადა ეძგვერაძემ.

ინფორმაციისთვის, გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კონსტანტინე ზარნაძეა.

მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი - პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა. შსს-მ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეძგვერაძემ „ნება უნდა იბოძოს და მტკიცებულება დადოს“.

ფოტო: "ტვ პირველი".

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება