მიხეილ სარჯველაძე - პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ფარცხალაძეს მოქალაქეობას დაუყოვნებლივ შეუწყვეტდა - ახლა პრეზიდენტმა აუხსნელი გადაწყვეტილება მიიღო და თავისი პოზიცია შეცვალა, ეს უცნაურად გამოიყურება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას უცნაურსა და აუხსნელს უწოდებს და ამბობს, რომ პრეზიდენტმა პოზიციის ცვლილება უნდა განმარტოს.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას თავდაპირველად გათვლა ჰქონდა, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე იუსტიციის სამინისტრო განსხვავებულ გადაწყვეტილება მიიღებდა, თუმცა მოგვიანებით, „პრეზიდენტიც და ოპოზიციაც უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და პოზიციის შეცვლა მოუწიათ“.

„უცნაური გადაწყვეტილებაა. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება და იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, წარედგინა მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნა და ის დაუყოვნებლივ შეწყვეტდა მოქალაქეობას. მოგვიანებით, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ ეს გააკეთა, პრეზიდენტმა აუხსნელი გადაწყვეტილება მიიღო და თავისი პოზიცია შეცვალა. ეს უცნაურად გამოიყურება და საზოგადოებას ამაზე კითხვის ნიშნები უჩნდება. ეს არის განსამარტი იმის მიღმა, რომ ასეთი ტიპის მოთხოვნები კანონმდებლობასთან თავსებადი არაა. უფრო მეტად, საინტერესოა პოზიციის ცვლილების მიზეზი. მგონია, რომ თავდაპირველად ოპოზიციამ ტაქტიკა აირჩია, რომ ხელისუფლებისთვის ბრალდება წაეყენებინა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ვინმე განსხვავებულად მოქცევას აპირებდა. გათვლა ჰქონდათ, რომ ხელისუფლება არ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც მიიღო. შემდეგ, როდესაც საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა როგორც პრეზიდენტი, ისე ოპოზიცია და პოზიციის ცვლილება მოუწიათ. ეს პოზიციის ცვლილება, ალბათ, იმით უნდა იყოს ახსნილი, რომ კიდევ ცდილობენ მორიგი ბრალდებისთვის ახალი, შეთითხნილი მიზეზები მოამზადონ. სხვა ახსნას, მიზეზს და დასაბუთებას ვერავინ მოუძებნის“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

განცხადების თანახმად, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა, ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება, შესაბამისად, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს როგორც საქართველოს მოქალაქე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება