ოლაფ შოლცი - კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს, ასევე მნიშვნელოვანია სომხეთის სუვერენიტეტის პატივისცემა

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს.

DW-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ შოლცმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

კანცლერის თქმით, ყურადღების ცენტრში ადგილზე შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაცია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დახმარება უნდა იყოს, რაც ახლა აზერბაიჯანის პასუხისმგებლობაა.

შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო ძალის გამოყენება კატეგორიულად არის მიუღებელი და მისი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კონფლიქტი მოლაპარაკებათა გზით მოგვარდეს და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგრადი მშვიდობა დამკვიდრდეს.

„კონფლიქტის მდგრადი მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება უნდა იქნეს გარანტირებული, ასევე მნიშვნელოვანია სომხეთის სუვერენიტეტის პატივისცემა“, - განაცხადა მან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება