ოლექსანდრ ტარნავსკი - უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის თავდაცვა გაარღვიეს

უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის თავდაცვა გაარღვიეს, - აღნიშნულია განცხადება CNN-თან ინტერვიუში უკრაინის ჯარების ოპერატიული-სტრატეგიული დაჯგუფების „ტავრიის“ მეთაურმა, ოლექსანდრ ტარნავსკიმ გააკეთა.

სამხრეთის ფრონტზე უკრაინული ჯარის კონტრშეტევის მეთაურმა, უახლოეს მომავალში უფრო დიდი გარღვევაც დააანონსა.

„ვერბოვოესთან, მარცხენა ფლანგზე გარღვევა გვაქვს და ვაგრძელებთ წინ სვლას. იმდენად სწრაფად არა, როგორც მოსალოდნელი იყო და რასაც ომზე ფილმებზე აჩვენებენ ხოლმე... მთავარია - ინიციატივა არ დავკარგოთ", - განაცხადა ტარნავსკიმ.

CNN-ი აღნიშნავს, რომ რუსული მხარე სხვაგვარ ინფორმაციას ავრცელებს, მაგრამ ვიდეომასალა ადასტურებს იმას, რომ უკრაინელებმა სოფელ ვერბოვოესთან რუსული თავდაცვის მნიშვნელოვანი მონაკვეთი ნამდვილად გაარღვიეს.

აღნიშნული დასახლებული პუნქტი 2022 წლის თებერვლიდან ოკუპირებული იყო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება