მეცხოველეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალ მხარდამჭერ ღონისძიებებზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მეცხოველეობის დარგის წარმომადგენლებს - მსხვილ, საშუალო და მცირე მწარმოებლებს, საქართველოში რძისა და ხორცის წარმოების განვითარების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან ახალი მხარდამჭერი ღონისძიებების მიზნები გააცნო.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„მეცხოველეობის დარგის ხელშეწყობის მიმართულებით სახელმწიფო აქტიურად მუშაობს. გვაქვს ხელშემწყობი პროექტები, თუმცა, რძისა და ხორცის წარმოების ზრდის და, ზოგადად, მეცხოველეობის დარგის განვითარების კუთხით არსებითი პროგრესის მისაღწევად, დამატებითი ღონისძიებები გვჭირდება. სწორედ ამიტომ, დარგის წარმომდგენლებთან აქტიური კომუნიკაციით, მუშავდება სტიმულირების გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს წარმოების ზრდის ხელშეწყობას. მინდა აღვნიშნო, რომ სექტორის აქტიურობაზე ბევრია დამოკიდებული. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ დაინტერესებული მხარის რეკომენდაციები, შენიშვნები და შეთავაზებები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარებისთვის მხარდაჭერის ღონისძიების სქემა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, კერძო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების ჩართულობით მუშავდება. სამინისტროს მიზანს მსხვილფეხა მეცხოველეობის ფერმების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს და ითვალისწინებს სამ მიმართულებას: მერძეული, მეხორცული, კომბინირებული, სანაშენე ფერმების აშენება/რეკონსტრუქცია/აღჭურვა; მსხვილფეხა ცხოველების სასუქი სულადობის სადგომის მოწყობა და მცირე მეურნეობების ხელშეწყობა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა დეტალურად განიხილეს აქტივობების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები. კერძო სექტორის მხრიდან წარმოდგენილი შენიშვნები, რეკომენდაციები და მოსაზრებები, განხილვისა და შეფასების შემდგომ, შესაბამისად აისახება შემუშავებულ პროგრამაში.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო