უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალები რუსებს ვერბოვოს რაიონიდან უკან ახევინებენ

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების თავდასხმები ოთხი მიმართულებით მოიგერიეს და მოწინააღმდეგეს ვერბოვოს რაიონიდან უკან ახევინებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვას უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით, შეტევითი ოპერაცია ხორციელდება მელიტოპოლის მიმართულებით და ბახმუტის მიმართულებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა.

"ლიმანის მიმართულებით, თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმები დონეცკის ოლქის ბელოგორივკას რაიონში. გარდა ამისა, ბახმუტის მიმართულებით, მტერი ცდილობდა დაკარგული პოზიციის აღდგენას დონეცკის ოლქის კლეშჩიევკას რაიონში, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს დონეცკის ოლქის ბახმუტის სამხრეთით, მტერს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვა დანაკარგებს აყენებენ და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან", - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, მარინკას მიმართულებით, რუსულმა ძალებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელეს მარინკას მიდამოში და დონეცკის ოლქის პობედას რაიონში.

ხერსონის მიმართულებით კი უკრაინის თავდაცვის ძალები ანადგურებენ მომარაგების საცავებს და მტრის ზურგში წარმატებულ შეტევას ახორციელებენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება