თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის საარტილერიო სწავლებები საბრძოლო სროლებით დასრულდა

აზიანის პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადისა და მე-4 ქვეითი ბრიგადის საველე სწავლებები საბრძოლო სროლებით დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამოცანაზე ორიენტირებულ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე და მე-4 ქვეითი ბრიგადის 44-ე საარტილერიო ბატალიონები, მხარდამჭერ ელემენტებთან ერთად მონაწილეობდნენ. ქვედანაყოფებმა, გეგმიური სწავლების ფარგლებში, რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს.

„დასკვნით საჩვენებელ ეტაპზე, სამხედროებმა ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის, ტაქტიკური მარშის და წინასწარგანსაზღვრული ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება განახორციელეს. სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.

სწავლებებს აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, მე-5 საარტილერიო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გიორგი ჩიხლაძე და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გიგა ჯინჭარაძე დაესწრნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება