კახა კალაძე გლდანის ინციდენტთან დაკავშირებულ ბრალდებებზე - ეს არის მორიგი სიბინძურე ბატონი მელიას მხრიდან, რომელიც იმ „შპანას“ ხელმძღვანელობს, რომელსაც ეძგვერაძე და ძმანი მისნი წარმოადგენს

ის, რაც მოხდა, ყველაფერი უკავშირდება ბატონ ეძგვერაძეს და მის წარსულს , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე, ირაკლი ეძგვერაძეზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმესთან კავშირი არ აქვს არც კოტე ზარნაძეს და არც მას.

"ეს არის მორიგი სიბინძურე ბატონი მელიას მხრიდან, რომელიც იმ „შპანას“ ხელმძღვანელობს, რომელსაც ეძგვერაძე და ძმანი მისნი წარმოადგენს. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ნახსენები იყო ჩემი და კოტე ზარნაძის სახელი. ასეთი სიტყვიერი დაპირისპირებები საკრებულოში ძალიან ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ ეს ყველაფერი რჩება საკრებულოს კედლებს შიგნით, არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმე ვინმეს დაპირისპირებოდა შემდეგ. ის, რაც მოხდა, ყველაფერი უკავშირდება ბატონ ეძგვერაძეს და მის წარსულს. მე არ ვიცი, გაქვთ თუ არა ინფორმაცია ვინ არის ირაკლი ეძგვერაძე და რას წარმოადგენს. ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც უნდოდა ქურდობა, შემდეგ არ გამოუვიდა ეს, შემდეგ ქუჩის ბიჭობდა და მელიას დასაყრდენი იყო გლდანში, ახალგაზრდებს ცემდა, აშანტაჟებდა, შეურაცხყოფას აყენებდა და გამოირჩეოდა ისეთი სიბინძურით რასაც წარმოადგენს მელია. მელია არის იმ ადამიანებს შორის, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ ყველაზე ბინძურ ყველაფრის მკადრებელ ადამიანად, რომელიც ყველაფერს იკადრებს. არის პოლიტიკოსები, რომლებიც რაღაც ზღვარს არ გადავლენ, მაგრამ მელია არის ის პოლიტიკოსი, რომელიც არის ყველაფერზე წამსვლელი. შესაბამისად, არც კოტე ზარნაძეა კავშირში აღნიშნულ ჩხუბთან და დაპირისპირებასთან და არც მე", - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება