გორის მერის მოადგილე აცხადებს, რომ სოფელ ნიქოზში, სტადიონზე, სადაც ბავშვს დენმა დაატყა, სამუშაოები დასრულებული არ არის

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიქოზში იმყოფებოდა, სადაც მოზარდი მოინახულა, რომელსაც გუშინ საღამოს დენმა დაარტყა.

როგორც ნიკა ღვინიაშვილმა აღნიშნა, მერიის შესაბამისი სამსახურები კომპანიასთან ერთად შეისწავლიან ფაქტს.

"საბედნიეროდ, ბავშვი კარგადაა. მერიის შესაბამისი სამსახურები კომპანიასთან ერთად შეისწავლიან და გავიგებთ რა მოხდა. სტადიონი არაა ჯერ ჩაბარებული, სამუშაოები არ დასრულებულა“,- განაცხადა ნიკა ღვინიაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დილიდან ადგილზე მუშაობს კომპანია, რომელიც ქვემო ნიქოზში სტადიონის მოწყობას ახორციელებს. კომპანიის თანამშრომლები კი ამოწმებენ და არკვევენ რამ გამოიწვია დენის გადატანა.

„ სტადიონის მშენებლობა ნიქოზში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოები ჯერ არაა დასრულებული,

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ჯერ გორის მერიას არ ჩაუბარებია და არ მიუღია.

სტადიონზე, როგორც ირკვევა, სამუშაოების დასრულებამდე ბავშვების შესვლა, სავარაუდოდ, თვითნებურად მოხდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის