ანაკლიამ სამეჯლისო-სპორტული და თანამედროვე ცეკვების I  საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

ანაკლიამ სამეჯლისო-სპორტული და თანამედროვე ცეკვების I საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა.

როგორც ზუგდიდის მერმა აღნიშნა, სამეჯლისო-სპორტული და თანამედროვე ცეკვების საერთაშორისო ფესტივალი პირველად ტარდება ანაკლიაში.

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაფუძნდა სამეჯლისო-სპორტული და თანამედროვე ცეკვების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც პირველად ტარდება წელს ანაკლიაში. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით უცხოელ წყვილებს, რომლებიც საკმაოდ საინტერესო ნომრებით წარდგნენ. შემოდგომის ზუგდიდი ყოველწლიურად უმასპინძლებს ამ ფესტივალს და დარწმუნებული ვარ რაოდენობა, ქორეოგრაფიული არეალი მონაწილეების გაიზრდება და უფრო შინაარსიანი გახდება ჩვენი ფესტივალი", - აღნიშნა ზუგდიდის მერმა.

ზუგდიდის მერიის ცნობით, ფესტივალში მონაწილეობას როგორც საქართველოს, ასევე სომხეთისა და საბერძნეთის წარმომადგენლები იღებდნენ. ღონისძიება წელს პირველად, სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ასოციაციის პრეზიდენტის გოჩა კაპანაძის ინიციატივით დაფუძნდა. ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.

ამასთან, აღნიშნავენ, სამეჯლისო-სპორტული და თანამედროვე ცეკვების საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდის მერიისა და მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიებას ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, პირველ მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრებთან და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო