კოსოვოს პოლიციასა და სერბ შეიარაღებულ პირებს შორის დაპირისპირება დასრულდა - დაღუპულია ერთი პოლიციელი და 3 შეიარაღებული პირი

კოსოვო და სერბეთი ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკურად სერბ შეიარაღებულ პირებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

შემთხვევა სოფელ ბანისკაში მოხდა, როდესაც სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგრებულ შეიარაღებულ პირებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკების დროს ერთი პოლიციელი და სამი შეიარაღებული პირი დაიღუპა.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ სერბეთი შეიარაღებული ჯგუფის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ დაღუპულებზე პასუხისმგებლობა კოსოვოს ოფიციალურ პირებს ეკისრებათ.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაკავებულია ექვსი ადამიანი და ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი.

დასავლური მედია წერს, რომ მომხდარი თავდასხმა და შეტაკება კოსოვოში წლების განმავლობაში სიტუაციის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ესკალაცია იყო, რომელსაც წინ უძღოდა რამდენიმე თვიანი მზარდი დაძაბულობა და კოსოვოსა და სერბეთს შორის მოლაპარაკებების შეჩერება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება