იაგო ხვიჩია - ეროვნულ ბანკში არასერიოზული კანდიდატების წარდგენა გამოსავალი არ იყო - რაც შეეხება ფარცხალაძეს, პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოტივი ცალსახად პოლიტიკურია

სებ- ში არასერიოზული კანდიდატების წარდგენა გამოსავალი არ იყო - პრეზიდენტს უნდა წარედგინა კანდიდატები, რომლებიც გადახტომა-გადმოხტომას არ მოაწყობდნენ „ქოცთა“ ბანაკში - რაც შეეხება ფარცხალაძეს, პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოტივი ცალსახად პოლიტიკურია, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტისა და ეროვნულ ბანკში კანდიდატების წარდგენის საკითხებზე პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, კანდიდატებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია მისთვის გასაგები არ არის. რაც შეეხება ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტას, ხვიჩიასთვის ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები გასაგებია და იმაში მდგომარეობს, რომ სანქციები იმის მიუხედავად უნდა აღსრულდეს, არის თუ არა პირი საქართველოს მოქალაქე.

„ჩემი აზრით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოტივი ცალსახად პოლიტიკურია. პრეზიდენტი არის პოლიტიკოსი და მე ვერ გავაკრიტიკებ მას პოლიტიკური მოტივის გამო. მოტივი ისაა, რომ სანამ თქვენ, საქართველოს ხელისუფლება, ცდილობთ, რომ ვიდრე ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა, სანქციები არ აღასრულოთ იმის შიშით, რომ მომავალში თქვენზე შეიძლება გავრცელდეს და არ გინდათ, იგივე რეგულირების ქვეშ იყოთ, მე [პრეზიდენტი] ამას არ გაგიტარებთ და თუ აღსრულებაა, მაშინაც უნდა აღსრულდეს, როცა ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა.

სამართლებრივად მე ბევრი კრიტიკა მოვისმინე, მაგრამ ამ ხალხს ავიწყდება, რომ პრეზიდენტი პოლიტიკოსია და მას გარკვეულ შემთხვევებში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევალება. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადების მეორე ნაწილს, ის ჩემთვის გასაგები არ არის, რადგან ცხადი იყო თავისთავად, რომ ასეთი ტიპის კანდიდატების წარდგენით და მერე „ქოცების“ მიერ მისი დამტკიცებით, პრეზიდენტს არაფერი მოუგია. თუ მოტივაცია არის, რომ გამოვავლინოთ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება, არასერიოზული კანდიდატების წარდგენა გამოსავალი არ იყო. მას უნდა წარედგინა კანდიდატები, რომელზეც უშუალოდ აგებდა პასუხს და რომლებიც გადახტომა-გადმოხტომას არ მოაწყობდა „ქოცთა“ ბანაკში“, - განაცხადა ხვიჩიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო