ფოთში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის N2 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის N2 საჯარო სკოლის 718 მოსწავლემ სასწავლო პროცესი სრულიად განახლებულ გარემოში დაიწყო, - ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, დასრულებული სამუშაოები ქალაქის მერმა, ბექა ვაჭარაძემ დაათვალიერა.

უწყების ცნობით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად განახლდა სკოლის შიდა ინტერიერი-საკლასო ოთახები, დერეფნები, სამასწავლებლო; კეთილმოეწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რესურს ოთახი, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, სააქტო და სპორტული დარბაზები; გამოიცვალა შენობის სახურავი; ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოიხატა სკოლის კედელი.

„სკოლებში ინფრასტრუქტურული მიმართულებით გამოწვევები ჯერ კიდევ გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რადგან ფოთელმა მოსწავლეებმა განათლება უფრო თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიიღონ“, - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება